ვარკეთილი მოლი
VM ვარკეთილი მოლი არის მულტიფუნქციური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი, სადაც გავაერთიანეთ სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, კვების ობიექტები, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. განსაკუთრებული ყურდღება გავამახვილეთ რეკრეაციულ ზონებზე, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ჩვენს კონცეფციას.
ვარკეთილი მოლი მდებარეობს საკვანძო ლოკაციაზე თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული, კომერციული და სატრანსპორტო დერეფანი.
შენობა: 45 000 კვ.მ შიდა სივრცის 7 სართულიანი შენობა განთავსებულია 12 000 კვ.მ-ზე, 3 000 კვ.მ რეკრეაციული ზონით, ღია და დახურული ავტოსადგომით.
შენობის მრავალფუნქციური კონცეფცია, რომელიც აკმაყოფილებს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მომხმარებლის მოთხოვნებს და გათვლილია მათ კომფორტზე.
ვარკეთილი მოლის რენოვაციის/მშენებლობის დასრულების თარიღი 2025 წელია.
ინფრასტრუქტურის უპირატესობები:
რეკრეაციული ზონა
საკვანძო ლოკაცია
მეტროსთან ინტეგრირებული
650 ავტომობილზე გათვილი ღია და დახურული ავტოსადგომი
მრავალფუნქციური კონცეფცია
ერთიანი სივრცე: შოპინგი, გართობა, დასვენება