ჩვენ შესახებ
ურბანიკ ინვესტ ჯგუფი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე 2002 წლიდან დაიწყო ოპერირება, როგორც „ტიფლის ბიზნეს ჯგუფმა“. დღეს მისი პროექტების რიცხვში შედის: ბიზნეს ცენტრები, საოფისე სივრცეები, სასტუმროები, რესტორნები, საცხოვრებელი კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და სამაუწყებლო კომპანია.
ხარისხისა და გამოცდილების სინთეზი ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა პროექტის ძირითადი მახასიათებელია. თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები გამოირჩევა ენერგოეფექტური განლაგებით, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შექმნაზე.